ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაურკვეველი სითხე დაასხეს, რის გამოც სხდომა შეწყდა

ბათუმის საკრებულოში სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაურკვეველი სითხე დაასხეს, რასაც სხდომის შეწყვეტა მოჰყვა. დარბაზში სითხის დასხმის შედეგად მძაფრი სუნი დადგა.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაა. ბიუჯეტის პროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ.

სხდომამ ამ წუთებში მუშაობა განაახლა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკალიურანდი – მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩემი ნათქვამი წინადადება კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი