ბათუმის საკრებულოს სხდომა კიდე ჩაიშალა

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს მესამე სხდომა კვლავ ჩაიშალა. სხდომაზე არ მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატები.

საკრებულოს სხდომა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მეორედ ჩაინიშნა. გასულ კვირასაც მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ სხდომაზე.

დეპუტატები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ოპოზიციის განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის არჩეული ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ფაქტობრივად საკრებულოს სხდომა ჯერ არ გამართულა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და მოადგილეებმა ხელფასის სახით 13 ათასი ლარი აიღეს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – სააკაშვილმა რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში – მელია