ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, “ქართული ოცნება” წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას

ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაუშვებენ. ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

“ბათუმის მერი, რომელიც ყველამ იცის რა გზით არის არჩეული, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა “ქართული ოცნება” შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ შეექმნება პრობლემა, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ მერი დარჩება ადგილზე და “ქართული ოცნება” დაშლის ახალ საკრებულოს, შემდეგ კი დანიშნავს მხოლოდ საკრებულოს და არა მერის არჩევნებს, რასაც არ დავუშვებთ”, -აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი კირთაძე.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი – „ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველი მოინახულებს