ბათუმის საჯარო სკოლიდან ცხრა მოსწავლე ინტოქსიკაციით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მე-2 კლასიდან დღეს ცხრა ბავშვი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. უცნობია, რა გახდა მოზარდების მოწამვლის მიზეზი.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში სააღდგომო კვერცხები და პასკა მიირთვეს.

„17:00 საათზე ერთმა სასწრაფო მანქანამ ექვსი ბავშვი მოიყვანა, ცოტა ხნის შედეგ კი, მეორე სასწრაფო მანქანამ დამატებით კიდევ სამი. ყველა მათგანი ერთი კლასის მოსწავლეა. ამბობენ, რომ არაფერი უჭამიათ, გარდა შეღებილი კვერცხისა. ბავშვები მდგომარეობა არ არის რთული,”- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ჯემალ დუმბაძე.

ინტოქსიკაციის მიზეზებს ვერ ასახელებს სკოლის დირექტორი.

„სკოლაში ბუფეტი არ არის. შესაბამისად, ბავშვებს ადგილზე არაფერი უყიდიათ. მათ სახლიდან წამოიღეს სააღდგომო კვერცხები და პასკა, თუმცა ვერც ამას დავაბრალებ, რადგან კლასში 25 ბავშვია და ყველამ მიირთვა. საავადმყოფოში ცხრა მოსწავლე აღმოჩნდა და მათგან ორს საერთოდ არ უჭამია სადღესასწაულო ნუგბარი,”- განაცხადა მე-18 სკოლის დირექტორმა, რუსუდან დავითაძემ.

მოზარდები ამ დროისთვის საავადმყოფოდან ექიმების დანიშნულებით გაწერეს.

banner
წინა სტატიაშიპრინციპულად და ინსტიტუციონალურად არასწორია ერთი სამინისტროს ხელმძღვანელის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა
შემდეგი სტატიახელისუფლებაში უსაფრთხოების საბჭოს მდივნობის ყველაზე შესაფერისი ფიგურა გახარიაა, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ის გარკვეულ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებს