ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია, რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ

ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია, რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ
ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია, კვირის ბოლოს იაშვილის კლინიკიდან გაეწერება და ბათუმში დაბრუნდება,- ამის შესახებ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა განაცხადა.

მამუკა შამილიშვილი ჟურნალისტებს ინციდენტის დეტალებზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, 4 წლის ბავშვი სამზარეულოში შევიდა და ძიძას წყალი სთხოვა, თუმცა წყლის მიწოდებამდე სადეზინფექციო ხსნარი აიღო და დალია.

„გრიპის სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით. ძიძამ დილით ბავშვების მოსვლამდე დეზინფექცია ჩაატარა. დარჩენილი ხსნარი, რომელიც რა თქმა უნდა, წყალში გაზავებული იყო, სამზარეულოში შეიტანა. ამ დროს ბავშვი შევიდა და წყალი მოითხოვა. ძიძამ ვერ შენიშნა, რომ ბავშვმა წამებში ხსნარიანი ბოთლი აიღო. სავარაუდოდ, დალევა ვერ მოასწრო, თუმცა პირის ღრუში ფაქტია, მოხვდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და ბავშვი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, პრევენციის მიზნით კი, ბათუმის საავადმყოფოდან თბილისში გადავიყვანეთ. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კვირის ბოლოს ბათუმში დაბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში მასზე დაკვირვება განხორციელდება”, -განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ გოგონას მდგომარეობა რთული იყო, ახლა კი ვითარება გაუმჯობესდა და ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე – უფლებადამცველი პასუხისმგებლობას შს და ჯანდაცვის სამინისტროებს აკისრებს
შემდეგი სტატიაფოთის საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა