ბათუმის რესპუბლიკური ხვალიდან მუშაობას გააგრძელებს

აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები.

“აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ პაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება უზრუნველყო იმგვარად, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით რაიმე სახის შეფერხება არ დაფიქსირებულა. ამასთანავე, ვაქცინაციის და ტესტირების პროცესი კლინიკაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა”, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა სიმონიშვილი – თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება
შემდეგი სტატიასაფრანგეთი ლგბტ თემის შესახებ მიღებული კანონის გამო უნგრეთისთვის სანქციების დაწესებას ელოდება