ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირები პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა, რომელიც დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

ხოლო ადვოკატების შუამდგომლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფების 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკავებულების ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. პროცესზე უკმაყოფილება დაკავებულებმაც გამოთქვეს, რის გამოც ერთ ერთი დარბაზიდან გაიყვანეს.

„ესენი არიან კრიმინალები და თქვენ მათ იცავთ. ჩვენ დაგვიპირისპირდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები,“- განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების მიერ 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩადენილი ქმედება იყო არა ხულიგნობა, არამედ მოგერიების აუცილებლობით გამოწვეული ქმედება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაკითხვაზე წერილით მივიდა