ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის საავადმყოფოში გუშინ საღამოს მიიყვანეს.

შემთხვევა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს. მას მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევის მიზეზებზე ახლობლები არ საუბრობენ. სავარაუდოდ შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა. მათივე თქმით, დაჭრილი მეზღვაურია და მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგანგაში ბათუმის სასტუმრო “შერატონში” – სამორინეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ახალი ცენტრი აშენდება