ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოთავსებულ 72 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 72 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდაპირველად, იგი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ კლინიკაში იმყოფებოდა. მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც კოვიდ-ცენტრში გადაიყვანეს.
„მამაკაცის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას აქვს ინსულტი და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 158 კოვიდინფიცირებულია, აქედან 17 რეანიმაციაში იმყოფება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიათალაკვაძე სასულიერო პირებზე: როგორც სხვა მოქალაქეებს მოწვევა მათაც აქვთ