ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა+ფოტო

ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა

ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორაწყლისა და კანალიზაციის სისტემის რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით რთული სიტუაცია შექმნა რამდენიმე ქუჩაზე, სადაც მოძრაობა შეფერხდა. ფეხით მოსიარულეები ქუჩებზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. დაიტბორა ქალაქის ცენტრალური უბნებიც. რამდენიმე ქუჩაზე, წყლით აივსო საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები. სინოპტიკოსები, დასავლეთ საქართველოში, უამინდობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვარაუდობენ. ბათუმში ქუჩების დატბორვის ფოტომასალა სოციალური ქსელით ვრცელდება.

 

 

 

iiiბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა

banner
წინა სტატიაშიBBC : 27 მოსწავლეს ბრიტანეთის სკოლიდან ჰოსპიტალიზება გაუკეთეს
შემდეგი სტატიარუსული აჩრდილი ქართულ ინტერნეტ სივრცეში