ბათუმის პორტში რუსული ტანკერი დგას

ბათუმის პორტში რუსული ტანკერი დგას. ოკუპანტი ქვეყნის კომპანიის „ტრანზიტ სერვისის“ კუთვნილი ტვირთმზიდი, აჭარაში, რუსული პორტიდან, “კავკაზიდან” შემოვიდა. იყენებენ თუ არა ბათუმის პორტს სატრანზიტო მიზნებისთვის? ნავთობტერმინალის დირექტორის ინფორმაციით, პორტში ყაზახური ტიპის ნავთობია შესული.

ლევან გურგენიძის თქმით, არ ფლობს ცნობებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გემი რუსეთის დროშის ქვეშ მცურავია, თუმცა ამბობს, რომ ტვირთმზიდიდან საქონელს არ ტვირთავენ და პირიქით, ჩატვირთვის პროცესი მიმდინარეობს.

წყარო: tv25.ge

banner
წინა სტატიაშისებასტიან მოლინეუსი – ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია