ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2020 20:14

ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა

დღეს ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა. თითო გემზე სამი ათასი ტონა ხორბალი იყო განთავსებული. ბათუმის პორტში ხორბლის შემომტანი ორივე გემი უკვე დაიცალა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ბათუმის გარდა, კიდევ ერთი გემი შევიდა ფოთის პორტშიც. ამ გემზეც 3000 ტონა ხორბალი იყო განთავსებული.

სილაგავას ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის გარდა, მარცვლეული სარკინიგზო გზითაც შემოვიდა საქართველოში და ამჟამად გორში მიმდინარეობს ჩამოტვირთვა. შესაბამისად, ჯამურად საქართველოში დღეს 10 500 ტონა ხორბალი შემოვიდა.

როგორც ლევან სილაგავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქვეყანაში მარცვლეული სატრანსპორტო გზითაც შემოდის, თუმცა უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრაილერების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2020 20:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics