,,ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება”

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია, იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე ბიზნესზე და მერწმუნეთ, ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებისა და ასევე ყველა იმ ეკოლოგიური მოთხოვნის შესაბამისი იქნება, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი ტერმინალის მშენებლობა დღეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გააპროტესტა, რომელიც ეჭვობს, რომ ქიმიური ნავთობტერმინალი ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნის. პორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტერმინალი ორგანული სასუქების გადატანისთვის უნდა აშენდეს, ამ სასუქებს სოფლის მეურნეობაში იყენებენ და იგი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბათუმის პორტში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ტერმინალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა შეიმჩნევა. მისი თქმით, პროექტი აკმაყოფილებს ყველა გარემოსდაცვით სტანდარტს და მასში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე რუსეთთან 1993 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატიაეს არის პირველ რიგში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პირველ რიგში ირაკლი კობახიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს არაეფექტური და დამაზიანებელი საქმიანობის შედეგი