ბათუმის ნავსადგურიდან ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი შეიყვანეს

ბათუმის ნავსადგურიდან ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი შეიყვანეს. ის იტალიიდან უკრაინის გავლით დაბრუნდა საქართველოში, გუშინ კი პორტიდან გამგზავრებას გეგმავდა.

„ის პორტში იქნა იდენტიფიცირებული, აღენიშნებოდა მცირედი სიცხე, ამიტომ დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ბოქსირებულ განყოფილებაში. ანალიზები გადაგზავნილია ლაბორატორიაში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტია, რომლებიც საკარანტინო პირობებში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვებას საჭიროებენ, დღეს თბილისში გადაიყვანენ და სხვა საკარანტინო ზონაში მოათავსებენ.

გონიოს საკარანტინო სივრცეში ისევ რჩება 30 მოქალაქე. მათ რამდენიმე დღეა, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენიათ. გამოკვლევებს მედიკოსები დღეში ორჯერ უტარებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე მოიმატებს
შემდეგი სტატიასენაკში თვითიზოლაციაში 2 ქალბატონი იმყოფება