ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც ცნობილია, 12:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება, ასევე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. ესენია: „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 – ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიამუქარა მოწმეებსა და ადვოკატებზე? – “მოწმეები ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ”