ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებულებს 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მათ 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა. აქამდე პროკურატურა ბრალდებულებს მასობრივი არეულობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა (სსკ-ის 225-ე მუხლი). მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას კი განაცხადა, რომ ამ მუხლით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მოსამართლის თქმით, მან მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალი 226-ე მუხლით მიუსაჯა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშიახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებულ გოჩა საგინაძეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა