17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებელი „სინდისის პატიმრების“ მშობლების გამო შეფერხდა

ბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებელი, რომელიც დედაქალაქიდან 10:10 საათზე უნდა გასულიყო, სადგურიდან დროულად ვერ დაიძრა. თვითმხილველებისა და პატიმრების მშობლების ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი მათი სამოსი და თანმხლები ბანერები გახდა.

მშობლების განცხადებით, ისინი ბათუმში საინფორმაციო მასალების გასავრცელებლად მიემგზავრებოდნენ, როდესაც რკინიგზის თანამშრომლებმა მათ მატარებლის დაძვრამდე ბანერებისა და შვილების გამოსახულებიანი მაისურების მოხსნა მოსთხოვეს.

მომხდარის გამო მატარებლის გასვლა დაგვიანდა და რეისი დანიშნულ დროს ვერ შესრულდა. ამ დროისთვის მატარებელი კვლავ სადგურში იმყოფება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა აღნიშნული მოთხოვნის ოფიციალური საფუძველი. „საქართველოს რკინიგზას“ მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ინფორმაცია განახლდება დამატებითი დეტალების მიღებისთანავე.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაზელენსკი – ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია