“არ არის ქალაქის მერი ისეთი დაღლილი, რომ მასაჟორიანი სკამი დასჭირდეს“, – განცხადებას მესამე სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ. ლაშა ადამიას ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვმა ორი რვაასლარიანი სკამი შეიძინა. ელექტრონული ტენდერი თვითმართველობამ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბათუმის მერს პირადი კომფორტის შესაქმნელად ფუფუნების ნივთების შეძენაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბათუმის მოქმედი მერი ბათუმელებს მაღალი ხელფასით, ჩავარდნილი ზაფხულის სეზონითა და წარუმატებელი ფესტივალით „ჰიტ-ბათუმი“დაამახსოვრებს თავს. ბათუმის მერიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.