ბათუმის მერიის შენობასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და მოძრაობა „გაბედეს” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.

„თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ შენობაში არ შეგვიშვათ. თქვენი მოვალეობა არაა, რომ ჩვენ შესვლა შეგვიზღუდით. ესაა „ქართული ოცნების” სახე, ასე ექცევიან ადამიანებს. სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთ. გაგვატარეთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები და მმართველ გუნდს „მონებს“ უწოდებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს „სირცხვილოს კორიდორს“ უწყობენ.

ბათუმის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა იწყება. აქციის მონაწილეები, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin 2022-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
შემდეგი სტატიაეუთო/ოდირის დასკვნა ე.წ. გერმანულ მოდელზე