ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგა – ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. იგი აცხადებს, რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და ამ ეტაპზე მისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად ყოფნა დამაზიანებელი იქნებოდა ბათუმისთვის. თუმცა ყოფილი მერი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმა ამ მოსაზრებაში. იგი ასევე უარყოფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირებას.

თანამდებობა დატოვა ასევე ვიცე მერმა ლაშა ტუღუშმაც.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს. საქართველოში ერთ-ერთ დიდ და სტრატეგიულ ქალაქ ბათუმს ერთი წლის განმავლობაში არა არჩეული, არამედ მოვალეობის შემსრულებელი მერი ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ბაგა-ბაღების თანამშრომლები სამედიცინო შეღავათებით ისარგებლებენ
შემდეგი სტატიაზალკალიანი-დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს