ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე.

ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს.

მურვანიძე 2004-2005 წლებში ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად მუშაობდა, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელად.

2007 წლიდან მუშაობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტუზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2007-2014 წლებში გახლდათ აჭარის რეგიონული ექპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ბიუროს უფროსის მოადგილე, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

 

banner
წინა სტატიაში“ოცნება” MEGOBARI აქტის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს
შემდეგი სტატიაპესკოვმა სტამბოლში, 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობის დასახელებაზე უარი განაცხადა