ბათუმის „მედალფაში“ სამი პაციენტი გამოჯანმრთელების ეტაპზეა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 27 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ორი მათგანი რჩება მართვით სუნთქვაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელების სტადიაშია. კლინიკურად მათ აღარ უდასტურდებათ კორონავირუსი, მაგრამ როდის დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას, ჯერჯერობით უცნობია. კლინიკაში განმარტავენ, რომ სამივე მათგანს რჩება პნევმონია და ბოლომდე განკურნებისთვის მათ გარკვეული პერიოდი კვლავ მოუწევთ სტაციონარში ყოფნა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 62 წლის და 65 წლის პაციენტები დატოვებენ
შემდეგი სტატიაბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული საკარანტინო სივრცე 89 მოქალაქემ დატოვა