ბათუმის მატარებელი თბილისის მიმართულებით ურეკიდან გამოვა

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი N851 ბათუმის ნაცვლად ურეკიდან გამოდის. ამის შესახებ ,,თაიმერს” რეგიონალურმა კორესპოდენტმა შეატყობინა.
,,ბათუმში შევიძინეთ ბილეთები, ადგილზევე გაგვაფრთხილეს რომ რეისი ურეკიდან შესრულდებოდა. თუმცა ბათუმიდა ურეკამდე გზის დამატებითი ხარჯია გავიღეთ, ბილეთზე კი ფასი არავის დაუკლია და ისევ სტანდარტული ტარიფით შევიძინეთ”- განუცხადა ,,თაიმერს” ერთ-ერთმა მგზავრმა.
სამგზავრო მატარებელი 851 ურეკიდან თბილისის მიმართულებით 17:28 საათზე გავა. შეგახსენებთ, ცოტახნის წინ, ტექნიკური მიზეზების გამო, რეისის საერთოდ გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ,,თაიმერს” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშიპეტუხოვის ცოლმა ხადარკოვსკის სიკვდილით დასჯა მოითხოვა
შემდეგი სტატიადღეს, ხობში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია გაიმართა