ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ექვსი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი კვლევის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა, თუმცა, სამედიცინო დაწესებულება უახლოეს პერიოდში შესაძლოა, კიდევ ექვსმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს.

„განმეორებითი, საკონტროლო ტესტი უკვე ჩაუტარდა ექვს პაციენტს. ანალიზები გადაგზავნილია ლაბორატორიაში და დღეს ველოდებით პასუხებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ.

კლინიკაში უკვე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რეანიმაციაში რჩება მხოლოდ ორი პირი. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც მძიმე პნევმონია ჰქონდათ, გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიათბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა