ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა გაუარესდა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 პაციენტი რჩება. დღეს ერთ-ერთის მდგომარეობა გაუარესდა და იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, აღნიშნულ პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნება.

„მაქსიმუმ 42 პაციენტი გვყავდა, დღეისათვის მათი რაოდენობა 15-მდე შემცირდა. ორი იმყოფება რეანიმაციაში, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა თანმხლები დაავადებების გამო გართულდა და მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, დარჩენილი 13 პაციენტიდან კი, ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენის კი მსუბუქი“, – განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ.

კლინიკაში ერთ პაციენტს კორონავირუსი განმეორებითი ტესტის შემდეგაც აღარ უდასტურდება, თუმცა იგი ვირუსის შემდგომი გართულებების მკურნალობის მიზნით კლინიკაში რჩება.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: PCR ტესტის მგრძნობელობის მაქსიმუმი არის 85 %
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ფაქტი გამოავლინა