ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთა რაოდენობა 21-მდე შემცირდება.

კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, განმეორებითი საკონტროლო ტესტი კიდევ რამდენიმე პაციენტს ჩაუტარდება, რომლებიც გამოჯანმრთელების სტადიაში იმყოფებიან.

„დღეს კლინიკას დატოვებს კიდევ ერთი პაციენტი. ის უკვე გავწერეთ, დაგვრჩება 21, რომელთაგან 19-ის მდგომარეობა არის სტაბილური და ორის შედარებით მძიმე. ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არ გვყავს არც ერთი პაციენტი“, -განაცხადა კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი : შეიძლება რაღაც საკითხები ვინმესთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას გააკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები და არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას