ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში რჩება – გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მიიღო. ბათუმის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და გიორგი ერმაკოვი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

აჭარის ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს პროკურატურა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაშირეალურად სუსის ახალი ფუნქცია არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის დევნა, ასეთი ტიპის სამსახური აღარ უნდა არსებობდეს – ხოშტარია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის ახალ მინისტრს შეხვდა