ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი მამაკაცი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი მამაკაცი მოათავსეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. დაუდასტურდება თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი.

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მხოლოდ ორი პაციენტია. ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხელი მამაკაცი თვითიზოლაციის დარღვევის გამო კარანტინში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთის ეკლესია კორონავირუსის გამო საგანგებო ზომებს იღებს