ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ლაბორატორიული კვლევის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

უკრაინის მოქალაქე საქართველოში იტალიიდან უკრაინის გავლით ჩამოვიდა, გუშინ კი პორტიდან გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა მედიკოსებმა მომატებული სიცხის და ვირუსისთვის საეჭვო ნიშნების გამო, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, გონიოს საკარანტინო სივრცეში 30 მოქალაქე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიEdison Research-ის კვლევა: ანაკლიის პორტში ინვესტიციების ჩადება აშშ-მ უნდა განახორციელოს
შემდეგი სტატიარაჭაში, სოფელ შუა კრიხთან ხანძარი ლოკალიზებულია