ბათუმის ინციდენტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ბათუმში, “სირცხვილიას” ოფისთან, პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2021 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით” – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში რესტორნების წინააღმდეგ საქმე აღიძრა, სადაც კარანტინის დროს მინისტრები დადიან
შემდეგი სტატიაჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა