ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

ბათუმის ესტაკადა გაიხსნა. დღეიდან ქალაქში შესვლა და გამოსვლა რკინიგზის გადაკვეთისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ესტაკადის პროექტის მთლიანი დასრულება სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა გადასასვლელი ხიდი ავტომანქანებისთვის ტურისტული სეზონისთვის გაიხსნა.

ესტაკადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა.

„ამ ადგილზე მუდმივად იყო საცობი. ეს ესტაკადა იქნება უდიდესი შეღავათი პირველ რიგში ბათუმელებისთვის და ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. გარდა ამისა, ესტაკადა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთბრუნვის პროცესს ბათუმის პორტში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბათუმის ესტაკადა 800 მეტრის სიგრძისა, 8 მეტრი სიმაღლის სახიდე გადასასვლელით და ოთხზონილი გზით.

ესტაკადა უშუალო სახიდე გადასასვლელთან ერთად მოიცავს პორტში ხუთი დამხმარე გზის მოწყობას, რომლის მშენებლობაც პარალელურად გაგრძელება და სექტემბერში დასრულდება. პროექტისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაში,,თორნიკე რიჟვაძის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარას ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება”
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, 24 წლის გიორგი არაქელოვი გაიტაცეს