ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან 6 000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში, რომელიც მართვაში კომპანია ”მედ-ემერჯენსს” აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა, ხოლო საწყობში 6000 მდე ამპულაა გამქრალი.

ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი და კლინიკური მენეჯერი, აჭარის მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის,” – ამბობს თემურ ხანთაძე.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრომ თურქეთის საპატიმროებში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გაუგზავნა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს