ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეები დააკავეს

ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეები დააკავეს. მათ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა ბრალდებათ.

თვითმხილველების ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა გუნდის გასახდელში სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ და „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი მოთამაშე დააკავეს: გუნდის კაპიტანი და მეკარე ჯონი შეროზია, მცველები გიორგი გეთიაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე, ასევე ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე და თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური.

გავრცელებული ვერსიით, მათი დაკავების მიზეზი ჩაწყობილი თამაშებში მონაწილეობა გახდა. თუმცა არის ვერსია, რომ შეკითხვები „რუსთავთან“ „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მატჩის შემდეგ გაჩნდა, რომელსაც „ვიტ ჯორჯია“ 2:0-ს იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გაშვებული სამი გოლით 2:3 დამარცხდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეებს ჯერ კიდევ გასული წლიდან აკვირდებიან. საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი წელს, 17 აპრილს თელავში გამართული საქართველოს თასის შეხვედრაა, რომელიც „ვიტ ჯორჯიამ“ ანგარიშით 0:3 წააგო.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიგიორგი შენგელია – ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია, მოვეშვათ, ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება
შემდეგი სტატიარულოვსი: გავაგებინოთ მთელ საქართველოს, რომ ივანიშვილი მმართველობა არის ბანდიტური