ბათუმის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა

Jpeg

ბათუმში, მელიქიშვილის და ვახტანგ გორგასლის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა.აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გაზის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. აფეთქების საფრთხის გამო, მიმდებარე ქუჩებიდან და მაღაზიებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის, მიმდებარე ქუჩებს გამორთული აქვს ელექტროენერგიაც. საერთო, ჯამში გათიშულია 15 ათასი აბონენტი. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზმომარაგება სრულად, ხვალ, დღის განმავლობაში აღდგება.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

https://youtu.be/WJclwvYAL5s

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 2016 წლის 6 მარტს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატია(VIDEO) ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო