8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას” – დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს, სამართალდამცველების მიერ, ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი – 2002 წელს დაბადებული ა.მ., რომელმაც გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. ა.მ.ს-მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა” – დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე დღეს სამინისტროში თსუ-ისა და სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდება