ბათუმის ბულვარში ტურისტებს უფასოდ მრავალფუნქციური ამბულატორია მოემსახურება

ბათუმის ბულვარში ტურისტებს უფასოდ მრავალფუნქციური ამბულატორია მოემსახურება. გადაუდებელი პირველადი დახმარება, ამბულატორიული გამოკვლევა, C-ჰეპატიტის სქრინინგი და სხვა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიღება ბათუმში ჩამოსულ დამსვენებლებს უფასოდ შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მობილური პუნქტი ბათუმის ბულვარში დღეს განათავსა.

მობილური სამედიცინო პუნქტი დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ზაფხულში სამედიცინო დახმარება გადატვირთული მოძრაობის გამო ვერ ახერხებს გამოძახებებზე დროულად მისვლას, ამიტომ დიდი ტურისტული ნაკადის და გამოძახებების სტატისტიკის გათვალისწინებით, გაიხსნა მობილური მრავალფუნქციური სამედიცინო პუნქტი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: რუსთავი 2-ის საკითხზე საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ვიზიარებ სტუდენტების პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს