ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, პნევმონიით გამოწვეული შოკი იყო, თუმცა ბათუმის დედათა და ბავშვთა დაცვის ცენტრში, ოფიციალური დიაგნოზი დადგენილი არ არის.

მედიკოსების ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი ნაწლავური ინფექცია გახდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია საკვების დეფიციტის შესახებ. აჭარის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ ქარცივაძის განცხადებით, ამ ოჯახის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ გააჩნდა, რადგან ისინი აჭარაში რეგისტრირებულნი არ იყვნენ.
გარდაცვლილი ჩვილის ოჯახი ჩაქვში ცხოვრობს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე პარტიდან წასული და შესაძლო ახალი ლიდერების შესახებ, ასევე არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე : “ენმ”-ს “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანების შესახებ საუბრები მიმდინარეობდა