ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

ბათუმელების ინფორმაციით, ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს.

გამოცემის თანახმად, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა.

ბათუმელების ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი.

გამოცემა ესაუბრა მედროშის ცოლს, რომელმაც თქვა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული.

ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ სულ 23 ადამიანი დააკავა, კიდევ 3-ს ეძებენ.

4 ოქტომბერსვე დააკავეს მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

მათ 7 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშისაბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე! – პაატა მანჯგალაძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს მეტრების თვლა, სად იდგნენ ბოკუჩავა, სანიკიძე და სხვები