ბათუმის აქციაზე დაკავებულებს სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს – მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასამართლომ 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
სამი მათგანი აბულაძე, ბაზახჩიანი და ქოქოლაძე ბათუმშია რეგისტრირებული. ერთ-ერთი დაკავებული მამუკა ბერიძე კი გორში სწავლობს. ბერიძის დედის განცხადებით, ბათუმში ის დაბადების დღეზე იყო ჩამოსული, აქციაზე კი ძმის მოსაძებნად გავიდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თავასდ ბერიძე აცხადებს, რომ ნასვამი იყო და ბოდიშს იხდის.

დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევა ედებათ, რაც სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს JAMIROQUAI ეწვევა
შემდეგი სტატია(Foto)მეუფე პეტრეს წერილი სინოდის წევრებს – “უსამართლობა იქნება, ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს“