ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262 – ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა-ცქიტიშვილი
შემდეგი სტატიაქარტია-ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა კრიტიკული ტელევიზიის მიმართ