ბათუმის აეროპორტში ბავშვი გაჩნდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი გაჩნდა. „ურალის ავიახაზების“ მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო.მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო, მას დახმარება თავის თანამშრომლებმა გაუწიეს. დედა-შვილი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის პოსტზე თადუმაძეს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
შემდეგი სტატიათადუმაძის მოსმენას კომიტეტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ესწრება