ბათუმის 102 საარჩევნო უბანს კომისიის 10 წევრი დააკომპლექტებს – პროტესტის ნიშნად კომისია ორმა წევრმა დატოვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტით დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დავით გეგიაძემ სხდომა დატოვა.

პროტესტის მიზეზად მან წინასწარ განსაზღვრული სიები დაასახელა. გეგიაძის მტკიცებით, უკვე ცნობილია რომ საოლქო კომისია საუბნო კომისიებს “ქართული ოცნების” აქტივისტებით დააკომპლექტებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრისაგან დღეს ერთმა კომისიის სხდომა დატოვა, მეორემ კი განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

ბათუმის 102 საარჩევნო უბანს, კომისიის 10 წევრი დააკომპლექტებს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია – ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაშენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი ღრმა კომაში იმყოფება