ჟურნალისტი ესმა კუნჭულია “ფეისბუქზე” წერს, რომ გუშინ ბათუმიდან წამოსული “მეტროს” ავტობუსი წეროვანთან მოსრიალდა, ჯებირს მიენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა. ესმა კუნჭულია ავტობუსში შვილთან ერთად იმყოფებოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შემთხვევის თვითმხილველი ჟურნალისტი დეტალურად აღწერს, რა ხდებოდა იმ დროს, როცა ავტობუსი იწვოდა:
აუცილებელი განმარტება: მასალის ფოტო ასახავს 2018 წლის ნოემბარში, ასევე ბათუმიდან წამოსულ “მეტროს” ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შემთხვევას.
“ბათუმიდან “მეტროს” ავტობუსით წამოვედით მე და ნინა…
წეროვანთან მოცურდა, გასრიალდა, ატყდა კივილი, მივენარცხეთ ჯებირს და ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა🙆 ფანჯრები ცეცხლის ენებმა გაანათა… ვიწვოდით!!!!
5 წუთი კარი ვერ გააღეს!!!
ადამიანები ფანჯრებს და კარს ეცნენ…
ეს იყო ბნელი სიზმარი…..
მე ორი 100 კილოიანი კაცი ჰაერში ავწიე, ძირს დაგდებულ ნინიკოს რომ არ დაცემოდნენ!!!
ბოლოს წინა კარი გაიღო და… ფეხშიშველი, ნინაჩახუტებული როგორღაც ჩავედი….
ჩემო საყვარელო ადამიანებო, იმ ცეცხლწაკიდებულმა 5-მა წუთმა დამარწმუნა, რომ არაფერზეეეეე არ უნდა ვიდარდოთ, ადამიანებოოო!!!
სასწაული მოხდა – გადავრჩით ყველანი❤️❤️❤️❤️
ღმერთო, მადლობა, ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე❤️❤️❤️
ავტობუსის გამცილებელმა ბიჭმა აჯობა ყველა იქ მყოფ მამაკავს, არბოდა აალებულ ავტობუსში და ხალხს ეშველებოდა!!
სახელი და გვარი გავიგე: გიორგი ტარიელაძე!!!
ვიპოვი მე იმ ბიჭს და პირადად ვეტყვი მადლობას!!!
იმ უცნობ კაცსაც ვიპოვი, სველები და ფეხშიშველები მანქანით რომ წამოგვიყვანა მე და ნინა თბილისში….
ჩემი კროქსები ავტობუსში დარჩა და მე ფეხშიშველმა წვიმაში და დაღვრილ საწვავში ვირბინე დიდხანს, ვეხმარებოდი გულწასულ ქალებს, კაცებს, საიდანღაც მომეცა სრულიად დაუჯერებელი ძალა…
გადავრჩით!!!!
100 კილოიანი 2 კაცის აწევისგან გაშეშებული წელიც გამივლის…
დამსხვრეული მინებისგან დასერილი ფეხებიც და სულ მეხსომება ამ წუთიდან, რომ რაღაც სულელურ წვრილმანებზე არასოდეს უნდა ვიწუწუნოთ!!!!
მე და ჩემი შვილი დღეს თავიდან დავიბადეთ❤️
და ბოლოს: მეტი კონტროლიიი თუ არ დაწესდება საქართველოში, მეტი ხარისხი და მეტი პროფესიონალი თუ არ გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტს ვინერვიულებთ და ჩვენი ქვეყნიანად ასე მოვსრიალდებით!!!!”, – წერს ესმა კუნჭულია.