ბათუმიდან თურქეთის გენერალური კონსული, ადნან ალთაი ალთინორსი, კაზინოში გადაღებული ფოტოს გამო გაიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ფოტოს გავრცელების შემდეგ მიიღო. მათივე ცნობით, უწყება კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს.
ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად 2024 წლის შემოდგომაზე დაინიშნა და მას როტაცია ჯერ არ უწევდა. გამოცემა ბათუმელები წერს, რომ საკითხის დაზუსტება თურქეთის გენერალურ საკონსულოსა და თურქეთის საელჩოში სცადეს, თუმცა მათი პასუხი არ მიუღიათ















