29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ბათუმიდან გონიომდე, მდინარე ჭოროხზე ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა იგეგმება”- პატარიძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმიდან გონიომდე, მდინარე ჭოროხზე ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ პატარიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ვმუშაობთ სიახლეზე, რათა მდინარე ჭოროხზე მოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილს გონიოსთან დააკავშირებს. შესაბამისად ვიზიტორებს, სტუმრებს, ჩვენი ქალაქის მკვიდრებს შეეძლებათ თავისუფლად ფეხით ისეირნონ და ხიდით გადავიდნენ გონიო-სარფის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შესძენს და ჩვენი ულამაზესი ბათუმის ცნობადობას აამაღლებს“, – განაცხადა პატარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ზელენსკისთან შეხვედრაში აზრს ვერ ვხედავ”- პუტინი
შემდეგი სტატიაანა ტრაპაიძე: დიღმის ჭალებში სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს, მოვითხოვთ შეჩერებას