17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი თურქეთში ზღვაში ჩავარდა – 2 ადამიანი გადაარჩინეს

საქართველოდან (ბათუმიდან) აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა. ბორტზე 2 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ბორტზე მყოფი ორივე პირი უვნებლად გადაარჩინეს.

ავარიული დაშვების ან ჩამოვარდნის კონკრეტული მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ცნობებით, საჰაერო ხომალდი რეისს ბათუმის აეროპორტიდან ახორციელებდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილი ჯერ მხოლოდ უყეფს ივანიშვილს, მაგრამ მაშინ დაჰკბენს, როცა რეალურ დანაშაულებზე ისაუბრებს” — მიხეილ სააკაშვილი