ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი – დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები პირველად შეიკრიბებიან

თვითმმართველ ქალაქებში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში – ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს პირველად შეიკრიბება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. განახლებულმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან მოადგილეები.

პროცედურა ასეთია – სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.

ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს “ოცნების” უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა მოწინავე პოზიცია რიგ ქალაქებში დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2021 ბრუნდება