ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები ფასდაკლებით ვეღარ სარგებლობენ

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები შეღავათიანი ფასის ბილეთებით ვეღარ სარგებლობენ.  საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ რომ, ფასდაკლება 19 თებერვლიდან შეწყდა.

რკინგზაში განმარტავენ, რომ ფასდაკლება არ გაუქმებულა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სტუდენტები კვლავ შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ. უცნობია, როდის აღმოიფხვრება სისტემაში არსებული ხარვეზი.

სტუდენტური შეღავათი (50%-იანი ფასდაკლება) მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე ვრცელდებოდა.

შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი : სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი ტელეკომპანია “იბერიაზე“ ზეწოლას გამორიცხავს