ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული პირებიდან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული პირებიდან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულთა უმეტესობა პოლონელი ტურისტები არიან. ავარიის დროს ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო მეორე საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი „მინივენი“ შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაში„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიდები დავით გარეჯში არსებულ ვითარებას გააპროტესტებენ