ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარია მოხდა

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალის მახინჯაურის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „რესპუბლიკელები” პარტია “ცენტრისტების” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის
შემდეგი სტატიამაშველებს ზღვიდან 20-მდე ადამიანის გამოყვანა მოუხდათ